ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტეს მთავარი მიზანი | როგორია ნაპოლის სატრანსფერო გეგმები

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ანტონიო კონტემ მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. იტალიელი სპეციალისტის ამბიციებზე Sport Mediaset-მა დაწერა და განაცხადა, რომ კონტეს პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა.

იტალიური გამოცემის მიხედვით, მომდევნო სეზონში, კონტეს ნომერი პირველი მიზანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურის მოპოვება იქნება, რათა წარმატებულ მომავალს საძირკველი ჩაეყაროს. „პარტენოპეის“ თავკაცმა კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო პოლიტიკაც განიხილა და შემადგენლობის გაძლიერება სურს.

„ვიქტორ ოსიმენის წასვლა მილიონებს მოიტანს, მაგრამ კონტესთვის კვარაცხელიასა და დი ლორენცოს შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია. ამ ორის ნაპოლიში დარჩენა კონტეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ასევე, საჭიროა ახალი თავდამსხმელისა და ცენტრალური მცველის მოყვანა“, - წერს Sport Mediaset-ი.

ცნობისთვის, კონტემ „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, არაოფიციალური ინფორმაციით, სეზონში მისი ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება. იტალიელ სპეციალისტს „ნაპოლიში“ ამბიციური საფეხბურთო პროექტის შექმნა სურს და ამისთვის დროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დასაკარგი არაფერი აქვთ“ | გერმანული გამოცემის სტატია საქართველოს ნაკრებზე
„დასაკარგი არაფერი აქვთ“ | გერმანული გამოცემის სტატია საქართველოს ნაკრებზე