ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სასწაული იქნება, რომ დარჩეს - ზურიკოს წასვლას უწინასწარმეტყველებენ

საფრანგეთის ლიგა 2-ის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ „ბორდო“ ლიდერთა შორის არ ყოფილა და ელიტაში დაწინაურებისთვის ვერ იბრძოდა, 23 წლის ქართველი შემტევის არაჩვეულებრივი თამაში არავის გამოჰპარვია. ცნობილმა გამოცემა FRANCE BLEU-მ ჟირონდული გუნდის გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშის შეფასების დროს, ხაზი განსაკუთრებით დავითაშვილის ჩინებულ ასპარეზობას გაუსვა.

რა წერია დავითაშვილზე

სასწაული იქნება მომდევნო სეზონშიც რომ „ბორდოში“ დარჩეს. ალბათ ჟირონდულ კლუბს მისი ტრანსფერი უკვე შეთანხმებული ექნებოდა, წინ რომ ევროპის ჩემპიონატი არ იყოს, სადაც ქართველმა შესაძლოა ისეთი დონე აჩვენოს, რომ ზურიკოს სატრანსფერო ღირებულებამ ერთიორად მოიმატოს. მან საოცრად ტექნიკური, აგრესიული და ეფექტური თამაში აჩვენა მეორე წრეში, რის ხარჯზეც უამრავი „ბორდოზე“ გაცილებით მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები დააინტერესა.

დავითაშვილის წასვლაზე ძალიან ბევრი იწერება, თუმცა კონკრეტული კლუბის ინტერესზე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. გასულ სეზონში ჟირონდელებმა 38 მატჩიდან 14 მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 15 წააგეს, ბურთების შეფარდება კი 50-52-ზე იყო. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მის ანგარიშზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | საფრანგეთში ზურიკოს აქებენ
„ლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | საფრანგეთში ზურიკოს აქებენ