დიეგო დეისაძე, მარცინ ბროში
Aa
Aa

ბევრს შრომობს, გოლები გაიტანა - პოლონეთში 19 წლის დიეგო დეისაძეს აქებენ

გასულ ზამთარში პოლონურ „ტერმალიცაში’’ 19 წლის ქართველი ცენტრფორვარდი დიეგო დეისაძე გადავიდა. ფეხბურთელი, რომელიც გასულ წელს პოლონეთის რანგით მე-5 ლიგაში, სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, შესაძლოა პროფესიულ დონეზე მისი დებიუტი უახლოეს შეხვედრებში შედგეს.

დიეგოს შესახებ „ტერმალიცას’’ მთავარმა მწვრთნელმა მარცინ ბროშმა ისაუბრა: „დიეგო ძალიან ბევრს შრომობს. არ ვფიქრობთ რომ ის მხოლოდ მომავალში უნდა გამოვიყენოთ, ის უკვე შრომობს იმისთვის, რომ უკვე მოხვდეს პირველი გუნდის განაცხადში. გუნდში კონკურენციაა და კონკურენცია გვანახებს, თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. დიეგომ მეორე გუნდში ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და ეს ძალიან კარგია’’.

დიეგო დეისაძე კარგ ფორმაშია, „ტერმალიცას'' სარეზერვო გუნდში ბოლო ორ მატჩში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტარანის ტიპის ფორვარდია, მისი სიმაღლე 1,93 მეტრია.

გასულ წელს დეისაძე პოლონეთის რანგით მე-5 ლიგაში, სამოყვარულო გუნდში თამაშობდა, ახლა კი პროფესიონალი კლუბის წევრია.  მის მიმართ ინტერესი პოლონეთის მიღმაც იყო, სტაჟირებაზე გრაცის „შტურმსა'' და „ბრაგაში'' იმყოფებოდა. ასევე, კრაკოვის „ვისლაშიც’’ ვარჯიშობდა, საბოლოოდ კი „ტერმალიცაში’’ გადავიდა, ეს გუნდი პოლონეთის რანგით მეორე ლიგაშია. მას შეტევაში, როგორც ფლანგებზე, ასევე ფორვარდის უკან თამაში შეუძლია, თუმცა მისი მთავარი პოზიცია ცენტფორვარდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები