გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა: ეს ადვილი არ იყო, ვარჯიშისთვის ყოველდღე 100 კილომეტრს გავდიოდი

„ვალენსიას’’ მთავარი გუნდის მეკარეები აკადემიის მეკარეებს ცოდნას უზიარებენ. კლუბის ოფიციალური ვებგვერდზე მოცემული სტატია გიორგი მამარდაშვილის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს მოსაზრებებს მოიცავს. მამარდაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბის აკადემიის მეკარეებს განვითარების ბევრი საშუალება აქვთ, საქართველოში თამაშისას კი მას ყოველდღე 100 კილომეტრის გავლა უწევდა. საბოლოოდ, მისმა შრომამ შედეგი მოიტანა და დღეს ევროპის საუკეთესო მეკარეებში ფიგურირებს.

გიორგი მამარდაშვილი: „ჩემთვის წნეხის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. მშვიდი და კარგად მომზადებული უნდა იყო. გაუმკლავდე და ისიამოვნო წნეხით.

აქ ფეხბურთის თამაშის ბევრი შესაძლებლობა გაქვს, საქართველოში ასე არაა. როცა პატარა ვიყავი, ვარჯიშზე მისასვლელად 100 კილომეტრის გავლა მიწევდა, შემდეგ 100 კილომეტრი უკანა გზაზე უნდა გამევლო. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ ყოველდღიური ვარჯიშით აქამდე მოვედი და ეს შრომის შედეგია’’.

2019 წელს თბილისის „დინამოდან’’ იჯარით „რუსთავში’’ გადავიდა. როცა მამარდა 100 კილომეტრს ახსენებს,  „რუსთავში’’ გატარებულ პერიოდს გულისხმობს, როცა გლდანიდან რუსთავში ყოველდღე დადიოდა. 2020 წელს ასევე იჯარით თბილისის „ლოკომოტივში'' გადავიდა, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, ევროტურნირებზე თავი კარგად წარმოაჩინა და 2021 წლის ზაფხულში კარიერა „ვალენსიას'' დაუკავშირა.

გიორგი მამარდაშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, Transfermarkt-ის მონაცემებით ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა. ასევე გეტყვით, რომ მამარდას რიკარდო ზამორას პრიზის მოგების რეალური შანსი აქვს, მამარდა საშუალოდ ერთ მატჩში 1,1 გოლს უშვებს. მას მხოლოდ უნაი სიმონი (საშუალოდ ერთ მატჩში 0,9 გოლს უშვებს) და ალექს რემირო (საშუალოდ ერთ მატჩში ერთ გოლს უშვებს). თუ მამარდა მათ აჯობებს, რიკარდო ზამორას პრიზის მფლობელი გახდება.

ამ სეზონში მამარდამ ლა ლიგის 30 შეხვედრიდან 11-ში გოლი არ გაუშვა, მშრალი მატჩების რაოდენობით მხოლოდ ოთხ მეკარეს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები