ვალენსია, ხეტაფე, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი
Aa
Aa

ბორდალასი: “მამარდაშვილი სენსაციური იყო“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და ჰუგო დუროს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც „ღამურები“ გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ხეტაფეს“ მთავარმა მწვრთნელმა და წარსულში „ვალენსიას“ დამრიგებელმა ხოსე ბორდალასმა კომენტარი გააკეთა.

ბორდალასი:

„მიუხედავად ანგარიშისა, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. რიგ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა და არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ფრე შეგვეძლო.

გოლი მაშინ გავუშვით, როცა კარგად ვთამაშობდით. შეტევაში სიახლე და სისწრაფე გვაკლდა. მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ მამარდაშვილი სენსაციური იყო.“

მამარდას რეკორდი მაგარი სეზონი

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. „ხეტაფესთან“ გამარჯვების შემდეგ მის აქტივში 27 თამაშიდან 9 მშრალი შეხვედრაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ამ სტატისტიკით პირადი რეკორდი გააუმჯობესა, 2021-22 წლების სეზონში ლა ლიგის 18 მატჩში კარი მშრალად 8 შეხვედრაში შეინახა, გასულ სეზონში კი 38-დან შვიდ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.

ცნობისთვის, 2021 წლიდან მამარდაშვილი „ღამურებში'' თამაშობს, ლა ლიგაში 90 მატჩი ჩაატარა, 90-დან 27 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. გამომდინარე იქიდან, რომ 2021-22 და 2022-23 წლების სეზონებში „ვალენსია'' მაღალი მიზნებისთვის არ იბრძოდა და გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ში დაქვეითების შანსიც არსებობდა, ქართველი მეკარის ეს სტატისტიკა მის კარგ თამაშზე, სტაბილურობასა და დამაჯერებლობაზე მეტყველებს.

ამ სეზონში ლა ლიგის მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მშრალი შეხვედრა უნაი სიმონის აქტივშია (27-დან 13), მეორე ადგილზე ალექს რემიროა (26-დან 11). გიორგი მამარდაშვილის, მარკ-ანდრე-ტერ შტეგენის, სერხიო ერერასა, სტოლე დიმიტრიევსკის, იან ობლაკისა და პაულო გაზინაგას ანგარიშზე 9 მშრალი თამაშია. ეს სტატისტიკაც ხაზს უსვამს იმ შეფასებას, რომ მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებში ფიგურირებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებაზე თავისი თავი შეიყვანა - ყენია ქართული გინებისთვის გააძევეს
ცვლილებაზე თავისი თავი შეიყვანა - ყენია ქართული გინებისთვის გააძევეს