„კვარაცხელია მარცხნივ უნდა დააბრუნოს“ - ცნობილი ანალიტიკოსი ხვიჩაზე და მაცარიზე
Aa Aa
12 თებერვალი 2024  |  18:30

„კვარაცხელია მარცხნივ უნდა დააბრუნოს“ - ცნობილი ანალიტიკოსი ხვიჩაზე და მაცარიზე

იტალიის მატჩების ანალიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარიო სავომ CalcioNapoli24-თან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.

რას ამბობს მარიო სავო:

როგორმე, ეს სეზონი უნდა ჩავამთავროთ და ვეცადოთ, რომ კლუბს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ. ჩემი აზრით, მხოლოდ ვარჯიშსა და მატჩის შედეგებს შეუძლია კლუბისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. ამ სეზონში „ნაპოლის“ ამოცანა რთული იყო იმის ფონზე, რაც ფეხბურთელებმა გასულ სეზონში გააკეთეს. გასახდელში ყველა მოთამაშემ უნდა გაითავისოს თავისი როლი, კარგად იცნობდეს და გრძნობდეს კლუბის ბოლოდროინდელ სეზონებს და იმ წარმატებას, რასაც „ნაპოლიმ“ მიაღწია.

ვფიქრობ, მაცარი კონკრეტულ ფეხბურთელებთან მიმართებით შეცდომებს უშვებს, მაგალითად კვარაცხელიას შემთხვევაში. ქართველი სასწრაფოდ უნდა მოხსნას ცენტრიდან და კვლავ მარცხენა ფლანგზე დააბრუნოს.

გამოსავალი საბოლოოდ ივნისში მოიძებნება, მაგრამ კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი ახლავე უნდა იპოვოს. ასევე, კლუბში არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკვე საკუთარ მომავალზე ფიქრობენ და არა სეზონის დარჩენილ ნაწილზე.

რთული საყურებელია უყურებდე იტალიის ჩემპიონს, რომელიც უკვე პროვინციულ გუნდად თამაშობს, ეს სევდას მგვრის.

შეგახსენებთ, რომ 24 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და მე-4 ადგილოსან „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე