ანჩელოტის მბაპე არ სჭირდება? - იტალიელის მინიშნება ჟურნალისტებს
Aa Aa
12 თებერვალი 2024  |  14:40

ანჩელოტის მბაპე არ სჭირდება? - იტალიელის მინიშნება ჟურნალისტებს

მადრიდის „რეალი“ საუცხოო ფორმაშია და ლა ლიგის გასულ ტურში მთავარი კონკურენტი „ჟირონა“ 4:0 გაანადგურა.

სპორტულ მედიაში კი არ წყდება კილიან მბაპეს შესახებ საუბრები. ფრანგ სუპერვარსკვლავს კვლავ „სამეფო კლუბს“ უკავშირებენ.

პრესკონფერენციისას, კარლო ანჩელოტის მბაპეს შესახებ ჰკითხეს, რაზეც იტალიელმა სპეციალისტმა უპასუხა:

„თქვენ მუდმივად მეკითხებით მოთამაშეზე, რომელიც სხვა გუნდში თამაშობს. „რეალს“ ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. თანმიმდევრობით: ვინისიუსი პირველი, ბელინგემი მეორე, როდრიგო მესამე. შემდეგ მოდიან კროოსი, ვალვერდე კამავინგა..“

ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL-მა იტალიელი მწვრთნელის ეს კომენტარი აღიქვა ისე, რომ თითქოს მას კლინიან მბაპე არ სჭირდება. საფეხბურთო სამყარო კი ფრანგი თავდამსხმელის გადაწყვეტილებას ელის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი ტუხელის გაშვებაზე ფიქრობს | მიუნხენელებს სამი ვარიანტი ჰყავთ
ბაიერნი ტუხელის გაშვებაზე ფიქრობს | მიუნხენელებს სამი ვარიანტი ჰყავთ