მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„პატარა ქვეყნისთვის სიამაყე მოაქვთ“ | UFC-ის ვებგვერდის სტატია მერაბსა და ქართველ მებრძოლებზე

UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე MMA-ის ქართველი მებრძოლებისთვის მიძღვნილი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც მერაბ დვალიშვილის ინტერვიუცაა მოყვანილი. „მანქანა“ ქართველი მებრძოლების აღმასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ოცნება სამშობლოში ჩხუბია.

„ქართველი მებრძოლები UFC-ში თავიანთ კვალს ტოვებენ და პატარა, მაგრამ მებრძოლი ერისთვის, სიამაყე და ცნობადობა მოაქვთ. მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ამაყობს გავლენით, რომელიც მან და მისმა თანამემამულე მებრძოლებმა საქართველოზე მოახდინეს.

„ილია თოფურია ტიტულისთვის იჩხუბებს და პირველი ქართველი გახდება, ვინც ამას გააკეთებს. ეს ჩვენი ოცნება და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. გიგა ჭიკაძე საოცარი მებრძოლია. ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება. ასევე, გვყავს, რომან დოლიძე. ძალიან ვამაყობ ქართველი მებრძოლებით, რომლებიც UFC-ში არიან და ყველა წარმატებით ასპარეზობს“, - აცხადებს მერაბი.

დვალიშვილს MMA-ში გადადგმული პირველი ნაბიჯები კარგად ახსოვს და იმ პერიოდში, მის ქვეყანაში ეს სპორტი „ბრძოლა წესების გარეშე“-ს სახელით იყო ცნობილი: „რაღაც ჩხუბების შესახებ გავიგე და ყოველთვის მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა. ბრძოლა გადავწყვიტე და პირველი ჩხუბის შემდეგ, ეს სპორტი შემიყვარდა“, - ამბობს დვალიშვილი.

ქართველი მებრძოლების აღზევების წყალობით, საქართველოში MMA-ის პოპულარობა გაიზარდა და ისინი ახალი თაობის წარმომადგენლებს შთააგონებენ. დვალიშვილი MMA-ის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და თანამემამულეებს ინსპირაციას აძლევს: „ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც MMA-ის კარიერა ჩემ გამო დაიწყეს და ახლა პროფესიონალი მებრძოლები არიან. ვამაყობ, რომ ჩემს სამშობლოში და ქალაქში MMA პოპულარული ჩემ გამო გახდა და მინდა, უფრო და უფრო წინ ვიარო, საქართველოში UFC-ის ყველა მებრძოლს იცნობენ და მათ ჩხუბებს არ ტოვებენ. სრული სიგიჟე ხდება“.

UFC 298-ზე საქართველოსთვის ისტორიულ მომენტს ვიხილავთ და ილია თოფურია ქამრისთვის იჩხუბებს. დვალიშვილი აცნობიერებს, ეს მისი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა და თოფურიას ბრძოლას, სხვა ქართველებთან ერთად, მოუთმენლად ელოდება.

„თუ ილია გაიმარჯვებს, ძალიან ვიამაყებთ და მისი მოგება ყველასთვის მოტივაცია იქნება. მჯერა, ილიას ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია. ვიცი, გიჟურად ჟღერს, მაგრამ მისი მჯერა. თოფურია განსაკუთრებულია, სხვანაირად ფიქრობს და საოცარი მებრძოლია“, - ამბობს მერაბი.

დვალიშვილს იმედი აქვს, რომ სატიტულო ბრძოლა მასაც მალე მიეცემა და ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, ქამრისთვის იჩხუბებს. მერაბის ოცნება ბრძოლის საქართველოში ბრძოლის გამართვაა და საკუთარ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. თუ გავითვალისწინებთ ახალ თაობასა და ემოციური ქომაგების მხარდაჭერას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მებრძოლები UFC-ში უფრო დიდ ხმაურს შექმნიან“, - წერია UFC-ის ოფიციალური ვებგვერდის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბი UFC 298-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე