ჩავი: “გუნდიდან წასვლა სეზონის დაწყების წინ გადავწყვიტე“
ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ „ოსასუნას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
რა თქვა ჩავიმ?
„წარუმატებლობა გუნდს სუსტს ხდის და მოთამაშეების დონეს ამცირებს. ეს წმინდა ფსიქიკური საფეხბურთო საკითხია. ფეხბურთის დონე, გონებრივი დონის გამოც ეცემა. სწორედ ამ მიზეზით გამოვაცხადე ჩემი წასვლის შესახებ. წასვლა სეზონის დასაწყისიდან მქონდა გადაწყვეტილი.
მიუხედავად ამისა, სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ და ჩემპიონთა ლიგისთვის ვემზადებით. მსაჯები ყოველდღიურად აგრძელებენ უღირსად მოქცევას. ამ საკითხზე პეპ გუარდიოლას და ერნესტო ვალვერდეს ვესაუბრე და ისინიც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ.“
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესმა „ვილიარეალთან“ წაგების შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან წავა. კატალონიურ კლუბს ლა ლიგის ცხრილში 44 ქულა აქვს და „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება.
„ბლაუგრანას“ და „ოსასუნას“ დაპირისპირება 31 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, დღეს გამართულ ვარჯიშზე ჟოაუ ფელიქსმა ტრავმა მიიღო და პამპლონელებთან ვერ ითამაშებს.