უნიონ ბერლინი, ლეროი ზანე, ნენად ბიელიცა
Aa
Aa

ზანეს სახეში გაარტყა - უნიონ ბერლინის მწვრთნელს მკაცრი სასჯელი ემუქრება

გუშინ, გერმანიის ბუნდესლიგაში მე-13 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

გარდა იმისა, რომ „ბაიერნმა“ აბსოლუტური დომინაციით გაიმარჯვა, შეხვედრამ ყურადღება სხვა მიმართულებითაც მიიქცია. მატჩის მიმდინარეობისას, 74-ე წუთზე მიუნხენური კლუბის შემტევ ლეროი ზანესა და „უნიონის“ მთავარ მწვრთნელ ნენად ბიელიცას შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც „ბაიერნს“აუტი უნდა ჩაეწოდებინა, ბურთი ბიელიცას მიუვიდა, მასთან კი გამოსართმევად ზანე მივიდა. სანაცვლოდ, ხორვატმა სპეციალისტმა ბურთი გადააგდო, რასაც ზანეს უკმაყოფილება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, ეპიზოდი კი ბიელიცას მხრიდან სახეში ხელის გარტყმით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა „უნიონ ბერლინის“ მწვრთნელი მაშინვე მოედნიდან გააძევა, ლეროი ზანე კი ყვითელი ბარათით დასაჯა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ინციდენტს ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის და არ არის გამორიცხული, რომ ბიელიცა რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები