საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ისტორიული შედეგი - ძიუდოისტთა ნაკრებმა 2023 წელს ყველა ქვეყანას აჯობა!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2023 წელს შედეგების თვალსაზრისით ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და ქვეყნებს შორის, საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ისეთ ქვეყნებს აჯობა, როგორებიც არიან საფრანგეთი, იაპონია, აზერბაიჯანი და სხვ.

საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს საერთო ჯამში 31 მედალი მოიპოვა - 12 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო.

ქვეყნების საერთო ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. საქართველო - 12 ოქრო, 7 ვერცხლი, 12 ბრინჯაო;
  2. იაპონია - 10 ოქრო, 9 ვერცხლი, 8 ბრინჯაო;
  3. აზერბაიჯაინი - 7 ოქრო, 9 ვერცხლი, 12 ბრინჯაო;
  4. უზბეკეთი - 7 ოქრო, 4 ვერცხლი, 10 ბრინჯაო;
  5. საფრანგეთი - 6 ოქრო, 5 ვერცხლი, 18 ბრინჯაო;
  6. ტაჯიკეთი - 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო;
  7. მონღოლეთი - 4 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაო;
  8. კორეა - 4 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო;
  9. ესპანეთი - 4 ოქრო, 3 ვერცხლი, 9 ბრინჯაო;
  10. ნიდერლანდები - 4 ოქრო, 3 ვერცხლი, 6 ბრინჯაო;

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები