ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, უნიონ ბერლინი
Aa
Aa

ბონუჩი: “კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, გერმანელთა უკანახაზელმა ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა.

ბონუჩი:

„ეს ქულა მომდევნო მატჩებში ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. მე დღემდე ვუყურებ „იუვენტუსის“ მატჩებს და მათ ვგულშემატკივრობ. „ნაპოლიმ“ ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი შემთხვევით გავიდა. კარგი რეაგირება მოვახდინეთ და დაცვამ კომპაქტურად ითამაშა. „ნაპოლის“ ოსიმენი ძალიან აკლდა. ის დიდი ძალაა.

კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა. ის ყოველთვის ზეწოლის ქვეშ გამყოფებს, როცა შენს წინააღმდეგ მოდის. „ნაპოლის“ წარმოუდგენლად მაღალი ხარისხი და რესურსი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ „უნუოინ ბერლინს“ ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა წაგებული და აგვისტოს შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად პირველი ქულა მოიპოვა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრება, ხოლო გერმანული გუნდი ბრაგას ასევე სტუმრად დაუპირისპირდება.

ხვიჩას ყველა მომენტი „უნიონთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გონებრივად ჩვენი თავი განვბლოკეთ“ - ფიშერი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ
“გონებრივად ჩვენი თავი განვბლოკეთ“ - ფიშერი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ