ილია თოფურია
Aa
Aa

ვოლკანოვსკი ილიასთან იანვარში ბრძოლაზე: „მინდა 3 თვეში ერთხელ ვიჩხუბო“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი მომდევნო ბრძოლას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ გამართავს. მათი ჩხუბი აბუ დაბიში, ადგილობრივი დროით 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მიუხედავად ამისა, „ვოლკი“ მაინც აპირებს, ილია თოფურიას იანვარში დაუპირისპირდეს.

ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვოლკანოვსკიმ განაცხადა: „თოფურიასთან ჩხუბი იანვარში? ბევრი ამბობს, რომ ეს არ გამომივა და ვერ ვხვდები, ასე რატომ ფიქრობენ. რამდენი თვეა დარჩენილი? 3 ხომ? არანაირი პრობლემა არაა. ჩემი მიზანი სწორედ ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩხუბია“.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მსგავსი ინფორმაცია ვოლკანოვსკის მწვრთნელმა, ჯო ლოპესმაც გაავრცელა. მისი თქმით, ლეგენდარულ მებრძოლს კარიერის დასრულებამდე 1-2 წელიწადი აქვს დარჩენილი და მისი მიზანია, მაქსიმალურად დიდი ფული იშოვოს.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და ბრაზილიელი „ვოლკმა“ ჩაანაცვლა. ეს ამ მებრძოლების მეორე დაპირისპირებაა და პირველი რუსმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფეხბურთელი: „კვარა ყველაზე ძლიერია, ვისთანაც მივარჯიშია“
ნაპოლის ფეხბურთელი: „კვარა ყველაზე ძლიერია, ვისთანაც მივარჯიშია“