საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა | ტურინულ დერბიში თამაშის შანსი მცირეა

„ტორინოს“ ქართველმა ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა „ვერონასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ახლახან, იტალიურ პრესაში მის მომავალთან დაკავშირებით, ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ საბას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

„გრანატაში“ ჰქონდათ იმედი, რომ იგი ტურინული დერბისთვის მზად იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ იქნება. Tuttosport-ი ირწმუნება, რომ მცდელობების მიუხედავად, ძალიან დაბალია ალბათობა, რომ საზონოვმა „იუვენტუსთან“ ძირითადში ითამაშოს. „ტორინოს“ თავკაცს, ივან იურიჩს იმედი აქვს, რომ საბა სათადარიგო სკამზე მაინც ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ვერონას“ დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა. საბამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, თუმცა კლუბის პრეზიდენტზე, ურბანო კაიროზე შთაბეჭდილება მაინც მოახდინა და მატჩის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზონოვის თამაში ორივე მატჩში მოეწონა.

ცნობისთვის, 10 ტურის შემდეგ, „ტორინოს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „გრანატას“ მომდევნო მატჩი უპრინციპულეს მეტოქესთან ელის და 7 ოქტომბერს სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე და სხვები უფასოდ გაუშვით“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი აიაქსზე
„მიქაუტაძე და სხვები უფასოდ გაუშვით“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი აიაქსზე