გორის დილა, ანდრეი დემჩენკო, ევერ დემალდე, ნიკო პატარქალიშვლი
Aa
Aa

ბიელსას ყოფილი ასისტენტი გორის დილაში - შეთანხმება მიღწეულია

საფეხბურთო კლუბ გორის „დილას’’ 36 წლის არგენტინელი სპეციალისტი ევერ დემალდე გაწვრთნის. ინფორმაცია დემალდეს ქართველმა წარმომადგენელმა ნიკო პატარქალიშვილმა დაადასტურა. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი.

გასულ ზაფხულში ანდრეი დემჩენკოს „დილადან'' ბათუმის „დინამოში'' წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ირაკლი მოდებაძე ასრულებდა. უახლოეს დღეებში „დილაში'' მთავარი მწვრთნელად დემალდე დაინიშნება.

დემალდე „მარსელში’’ მარსელო ბიელსას ასისტენტი იყო (2014-15), საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებში ბერტ ვან მარვეიკს ეხმარებოდა (2015-17). მოგვიანებით, „გოდოი კრუზის’’ მთავარი მწვრთნელის, დიეგო დაბოვეს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ასევე, საუდის არაბეთის რანგით მეორე ლიგის „ალჰილალ იუნაიტედის'' (2020-21), არგენტინის რანგით მესამე ლიგის „ხიმნასია უ ტიროსა'' (2022) და არგენტინის რანგით მეორე ლიგის „ინდეპენდიენტე რივადავიას'' (2023) მთავარი მწვრთნელი იყო.

გასულ ზაფხულში ევერ დემალდე ბათუმის „დინამოს'' შესთავაზეს, თუმცა აჭარულმა კლუბმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27 ტურის შემდეგ გორის „დილა'' 44 ქულით მე-4 ადგილზეა, მესამეადგილოსან „საბურთალოს'' 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები