მბაპე: სირცხვილია როგორც მესის საფრანგეთში მოექცნენ
ფრანგული და ესპანური პრესა მბაპესა და მესის შესახებ უამრავ ინფორმაციას ავრცელებდა, რომ მათ ერთმანეთთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
უთანხმოებები ვარჯიშზე, ნაკლებად ახლო ურთიერთობა და ა.შ.
La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას მბაპემ მესის გუნდიდან წასვლაზე და ქომაგების მხრიდან ლეოსადმი დამოკიდებულებაზე ისაუბურა.
„მესი? ის სავარაუდოდ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. როცა გუნდიდან მესის მსგავსი ადამიანი მიდის, ეს არ შეიძლება, რომ კარგი იყოს. პირადად მე არ მესმის, ზოგ ადამიანს მისი წასვლა რატომ გაუხარდა.
ლეოს პატივი უნდა სცენ. მან ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებდა საფრანგეთში ვერ მიიღო, რაც სირცხვილია. ჩვენ ყველაფრის გაკეთება მოგვიწევს, რომ ის ჩავანაცვლოთ“.
- აღნიშნა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ მესი კარიერას MLS-ის „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. ლეოს პსჟ-ში ბოლო მატჩის დროს პარიზელი ქომაგები უსტვენდნენ, რასაც ბევრმა არასწორი ქცევა უწოდა.