კილიან მბაპე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მბაპეს ახალ მეწყვილეს ეძებენ - პსჟ ოსიმენის შეძენას გეგმავს

ვიქტორ ოსიმენის მიმართ ევროპულ კლუბებს დიდი ინტერესი აქვთ და რამდენიმე გრანდი მის გადაბირებას აქტიურად ცდილობს.

ფრანგული Le Parisien-ი წერს, რომ პსჟ ოსიმენის შესაძენად ძალღონეს არ იშურებს. პარიზელებს მესის წასვლის შემდეგ და მოსალოდნელია, რომ ნეიმარიც წავა, სურთ გუნდი მბაპეს ირგვლივ ააშენონ და კილიანს მისთვის სასურველი პარტნიორები მიუყვანონ. 9 ნომრის პოზიციაზე კი ოსიმენი მათთვის ნომერ პირველი სამიზნეა.

წყარო წერს, რომ პსჟ-ს ვარიანტი თავად ნიგერიელსაც ხიბლავს და მისი პოზიციის შესახებ თავისი აგენტის მეშვეობით დე ლაურენტისსაც გააგებინა. „ნაპოლის“ პოზიცია ასეთია - თუ, ვინმეს ოსიმენის ყიდვა მოუნდება, მათ 130 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპუშმა ბაზარზე უკვე ვარიანტების მოძიება დაიწყო და კლუბისთვის ახალ ფორვარდს ეძებს. ოსიმენი პირველი სამიზნეა, სათადარიგო ვარიანტი კი მარკუს ტიურამია.

გარდა ამისა, შეტევის დასაკომპლექტებლად პარიზელებს ბერნარდუ სილვას დამატებაც სურთ, რომელმაც შესაძლოა ამ სეზონის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს და ახალი გამოწვევები მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის შეძენის სურვილს ასევე „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ გამოთქვამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე შემოგვთავაზეს“ - რატომ ვერ იყიდა მონპელიემ გიორგი?
„მიქაუტაძე შემოგვთავაზეს“ - რატომ ვერ იყიდა მონპელიემ გიორგი?