ქუთაისის ტორპედო, როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, ლევან გეგეჭკორი
Aa
Aa

ინფორმაცია დადასტურდა | ქუთაისის ტორპედო სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის „ტორპედო“ კახა ჩხეტიანის გათავისუფლების შემდეგ სამმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე და ლევან გეგეჭკორი დაემშვიდობნენ.

რა წერია განცხადებაში:

ქუთაისის „ტორპედო“ კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა დატოვა. თითოეულ მათგანს “ტორპედოს” მაისურით არაერთი დაუვიწყარი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი. ვაფასებთ და ყოველთვის დავაფასებთ ქუთაისელთა რიგებში მათ მიერ წლების მანძილზე ჩატარებულ ღირსეულ და შთამბეჭდავ გამოსვლას. “ტორპედო” მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ კახა ჩხეტიანი თანამდებობიდან 2 კვირის წინ გაათავისუფლა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში გუნდი მოედანზე სათამაშოდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლაშა დვალიშვილმა გაიყვანა.

ქუთაისური გუნდი 14 ტურის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბმა კვარაცხელია და ოსიმენი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს“ - იტალიელი მწვრთნელი
„კლუბმა კვარაცხელია და ოსიმენი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს“ - იტალიელი მწვრთნელი