ხვიჩა კვარაცხელია, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

„საფეხბურთო ინტელექტი, ტექნიკა, კრეატივი და დისციპლინა“ - ძოლამ კვარაცხელია შეაქო

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „ჩელსის“, „ნაპოლისა“ და „პარმას“ ექს-მოთამაშემ ინტერვიუ Napoli Magazine-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარამ“ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„15 ტურის შემდეგ, ნაპოლი პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. მათ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს და დაადასტურეს, რომ სატურნირო ცხრილის ლიდერები შემთხვევით არ არიან. სეზონი გრძელია და მისი მეორე ნაწილი მნიშვნელოვანი იქნება. ამასთან, უნდა ვნახოთ, ფეხბურთელები რა კონდიციებში იქნებიან. აშკარაა, რომ ნაპოლიმ კარგი უპირატესობა შეიქმნა, მაგრამ ეს სასურველი შედეგის გარანტიას არ იძლევა.

ნაპოლი არის გუნდი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს და კარგად თამაშობს. სასუოლოსთან გამართულ შეხვედრაში ჩემზე შთაბეჭდილება მაღალი და ბრწყინვალედ ორგანიზებული პრესინგით მოახდინეს, რაც დიდი სიურპრიზია. ამას შეტევის საკუთარი ნახევრიდან წამოწყების უნარი დაემატა და პარტენოპეიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია.

სპალეტის გუნდის ყველა წევრი კარგად თამაშობს, მაგრამ კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა და რაც მთავარია, ნაპოლის შესანიშნავი ხარისხი შესძინა. მისმა საფეხბურთო ინტელექტმაც გამაოცა. ხვიჩა ძალიან ტექნიკური და კრეატიული მოთამაშეა, რომელიც დისციპლინით გამოირჩევა და მოედანზე წესების მიხედვით მოქმედებს. ასე რომ, ის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წელის პრობლემები ჰქონდა და მოედანს რამდენიმე დღის წინ, „ანტალიასპორთან“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდა. „კვარამ“ გუშინაც ითამაშა და „კრისტალ პალასთან“ დაპირისპირებაში მინდორზე 1 ტაიმი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დის მინიშნება - 41 წლის რონალდუ 2026 წლის მუნდიალზე?
დის მინიშნება - 41 წლის რონალდუ 2026 წლის მუნდიალზე?