კრიშტიანუ რონალდუ, კატარი 2022
Aa
Aa

A Bola: „რონალდუ მაროკოსთან სკამზე იჯდება, მას კვლავ რამუში შეცვლის“

A Bola-ს ცნობით, ფერნანდუ სანტუშის გადაწყვეტილებით კრიშტიანუ რონალდუ მაროკოსთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდება. პორტუგალიიის ნაკრების სასტარტოში ფორვარდის პოზიციაზე გონსალუ რამუში ითამაშებს, რომელმაც მუნდიალის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან ჰეთ-თრიკი შეასრულა.

საინტერესოა, რომ აღნიშნულმა გამოცემამ ჩაატარა გამოკითხვა, სურდათ თუ არა ქომაგებს რონალდუს სასტარტოში ხილვა მაროკოსთან მატჩში. გამოკითხვაში მონაწილეთა 93,6 პროცენტი მიიჩნევს, რომ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს.

კატარი 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრების სამივე შეხვედრაში რონალდუმ სასტარტოში ითამაშა, 1 გოლი შეაგდო, პირველ ტურში განას გაუტანა. მერვედფინალში ფერნანდუ სანტუშმა რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა და შვეიცარიასთან 74-ე წუთზე ჩართო თამაშში, როცა პორტუგალია 5:1-ს იგებდა.

შვეიცარიასთან მატჩის დაწყებამდე სანტუში პორტუგალიურ Sport TV-ს ესაუბრა: „რონალდუ დასჯილი არაა, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რისთვისაც რამდენიმე დღე ვემზადებოდით. კრიშტიანუ სამაგალითო პროფესიონალია და თუ თამაშში ჩაერთვება, პორტუგალიის ნაკრებს ძალიან დაეხმარება“.

შვეიცარიასთან გამარჯვების (6:1) შემდეგ, კითხვაზე კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად გონსალუ რამუში რატომ ითამაშა, ფერნანდუ სანტუშის პასუხი ასეთია: „მე ეს უკვე ავხსენი და იგივეს გამეორებას არ ვაპირებ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. თუ ვინ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. ჩვენ წლებია მეგობრები ვართ, რონალდუ სამაგალითო კაპიტანია“.

მუნდიალის მეოთხედფინალში მაროკო პორტუგალიას შეხვდება, მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კინი: როგორ შეიძლება მწვრთნელმა იცეკვოს, როცა მატჩი არ დასრულებულა
კინი: როგორ შეიძლება მწვრთნელმა იცეკვოს, როცა მატჩი არ დასრულებულა