სპორტული იურისტი: „შესაძლოა იუვენტუსი სერია B-ში დააქვეითონ“
Aa
Aa

სპორტული იურისტი: „შესაძლოა იუვენტუსი სერია B-ში დააქვეითონ“

სპორტულმა იურისტმა, მატია გრასანიმ ტურინის „იუვენტუსზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბებერ ქალბატონს“ სერია B-ში დაქვეითება ემუქრება. გრასანის მიხედვით, არის შანსი, მიმდინარე გამოძიება „კალჩოპოლიზე“ ხმაურიანი სკანდალი გამოდგეს და „ბიანკონერის“ სერიოზული სანქციები დაეკისროს.

„დანაშაულის ტიპები, რომლებზეც საუბარი მიდის, მოიცავს მთელ რიგ უკანანო ქმედებებს, რომელთა მსგავსი პრეცედენტიც ჯერ არ გვქონია. იუვენტუსი არა მხოლოდ ჯარიმის მიღებას და ქულების ჩამოკლებას, არამედ უმაღლესი დივიზიონიდან გაგდებას რისკავს.

გამოძიება 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რადგან სპორტულ მართლმსაჯულებას შეზღუდვები აქვს. ბევრი ამბობს, რომ საქმე კალჩოპოლიზე ბევრად რთულ სიტუაციასთან გვაქვს და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ საქმეზე გამოძიება ბუღალტრული აღრიცხვის გაყალბებაზე მიდის და არის ვარაუდი, რომ იტალიურმა გრანდმა 2019, 2020 და 2021 წლების საბოლოო ბალანსები გააყალბა. გარდა ამისა, სამართალდამცველები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 2020 წლის მარტში, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი არ დაუთმიათ და კლუბთან ფარული ხელშეკრულებები გააფორმეს, რომელთა წყალობითაც, 3 თვის ანაზღაურება მიიღეს. ამასთან, კორონავირუსის პანდემიისას, როცა ფეხბურთელებმა ხელფასების შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, „ბებერი ქალბატონი“ რონალდუს 20 მილიონ ევროს დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამწუხაროა, რომ მუნდიალზე არ არის, საოცრებებს ჩაიდენდა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„სამწუხაროა, რომ მუნდიალზე არ არის, საოცრებებს ჩაიდენდა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე