თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

კობიაშვილი: „თბილისის დინამო ღირსეულად გაჩემპიონდა“

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობით დასრულდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დასკვნით ტურში „დინამო არენაზე“ აუტსაიდერი „გაგრა“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში 28-ე წუთზე დავით სხირტლაძემ გახსნა. 66-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. ერთადერთი საპასუხო გოლი თამაზ მაქაცარიას აქტივშია, მან 73-ე წუთზე შეაგდო.

თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეცხრამეტედ გახდა, 36 ტურიდან 24 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 შეხვედრაში დამარცხდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 80 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ 3 ქულით გაასწრო. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდა.

თბილისის „დინამოს“ გამარჯვების შემდეგ მედიასთან სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს.

2023-24 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ კი კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრისთვის დაუჯერებელი შევძელით“ - ჭიაბრიშვილისა და სხირტლაძის კომენტარები
„ბევრისთვის დაუჯერებელი შევძელით“ - ჭიაბრიშვილისა და სხირტლაძის კომენტარები