გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„მათი ტალანტი განსხვავებულია“ - ვაისმა ჩაკვესა და სხვა შემტევებზე ისაუბრა

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბაზელთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძეზე. მისი თქმით, როცა ჩაკვეტაძე, ჩავრიჩი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი და ტიგრან ბარსეგიანი ფიზიკურად კარგად მომზადებულნი არიან, თამაშში განსხვავებას ქმნიან.

„ჩავრომ“ შესანიშნავად ითამაშა. შეუჩერებელი იყო, მან ეს მესამე გოლამდეც აჩვენა. მას ყველაზე მეტი სპრინტის გაკეთება შეუძლია, ორივე ფეხით და თავით თამაშობს. უნდა ვილოცოთ, რომ ჯანმრთელი იყოს. როცა ჩავრიჩი, ვლადო (უმცროსი ვაისი), ჩაკვეტაძე და ტიგრან ბარსეგიანი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი, მათი ტალანტი სხვებისგან განსხვავდება, თამაშში განსხვავებას ქმნიან“.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „სლოვანი“ „ბაზელს“ 3:1-ს ამარცხებდა, თუმცა შვეიცარიულმა კლუბმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 3:3 დასრულდა. სლოვაკური გუნდის მეორე გოლისას საგოლე პასი გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა, მის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ იურაი კუჩკამ გაიტანა. „სლოვანის“ რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშეს.

შეგახსენებთ, მესამე ტურში „ბაზელი“ შინ „სლოვანთან“ 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძემ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, 2 საგოლე პასი შეასრულა.

23 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „სლოვანის“ რიგებში 19 შეხვედრა ჩაატარა. მის აქტივში 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს მორიგი საგოლე გადაცემა - სლოვანმა 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა
ჩაკვეს მორიგი საგოლე გადაცემა - სლოვანმა 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა