ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ეს ინსტინქტურად გავაკეთე, პროვოკაცია არ ყოფილა“ - ბუდუმ მოლ ფეჰერვარის ქომაგებს მიმართა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ბოლო დღეებში მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. ბუდუმ „მოლ ფეჰერვარის“ ქომაგებს მიმართა და „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენები განმარტა.

მსურს, კლუბ ფეჰერვარის და ჩემ გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს უიპეშტთან მატჩის შემდეგ მოხდა.

თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რომელიც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემ ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტინქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ ფეჰერვარის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც უიპეშტში თამაშის დროს ფეჰერვარის კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და  გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა სასტარტო შემადგენლობაში ვარ, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი სწორად გაიგებენ ჩემ ნათქვამს და ფეჰერვართან ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს".

შეგახსენებთ, რომ „მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბუდუ ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. მიზეზად კლუბის მიმართ გამოხატული უპატივცემულობაა. CrystalSport-ის ცნობით, კლუბმა ქართველ ფეხბურთელს მედიასთან საუბარი აუკრძალა. კლუბმა ფეხბურთელს განუცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მეორე გუნდში ივარჯიშებს და შემდეგ პირველ გუნდს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორუზო: „ხვიჩა განსხვავებას მაშინაც ქმნის, როცა ცუდად თამაშობს“
ამორუზო: „ხვიჩა განსხვავებას მაშინაც ქმნის, როცა ცუდად თამაშობს“