Crystalbet ეროვნული ლიგა, კახა ჩხეტიანი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: მესამე წრის საუკეთესოები ცნობილია

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ორგანიზატორებმა 2022 წლის მესამე წრის დასრულების შემდეგ სიმბოლური გუნდი, საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად „საბურთალოს“ მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დასახელდა.

საუკეთესო მწვრთნელი კი ქუთაისის „ტორპედოს“ დამრიგებელი, კახა ჩხეტიანი გახდა.

მე-3 წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: ლაშა შერგელაშვილი (ტორპედო), ჯიმი ტაბიძე (თბილისის დინამო), ალექსანდრე კალანდაძე (თბილისის დინამო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: მერაბ გიგაური (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (თბილისის დინამო), გიორგი მოისწრაფიშვილი (თბილისის დინამო).

თავდამსხმელები: უსმანე კამარა (თბილისის დინამო), ჯეფინიო (სამგურალი), დავით სხირტლაძე (თბილისის დინამო).

ცნობისთვის, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას“ 27 ტურის შემდეგ 60 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 59 ქულით თბილისის „დინამო“ იმყოფება, მესამე ადგილზე კი 43 ქულით ქუთაისის „ტორპედოა“.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასკვნითი, მე-4 წრე სტარტს 1 ოქტომბრიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასი: 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია
საქართველოს თასი: 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია