ყველაზე ძვირადღირებული მცველი ჩელსის ისტორიაში - კუკურელია არისტოკრატია
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული მცველი ჩელსის ისტორიაში - კუკურელია არისტოკრატია

ლონდონის „ჩელსიმ“ მარკ კუკურელიას ტრანსფერი დაადასტურა. ესპანელმა ფეხბურთელმა „ლურჯებს“ საკუთარი მომავალი 6 წლით დაუკავშირა და „სტემფორდ ბრიჯელები“ მის სანაცვლოდ 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს + 7 მილიონს გადაიხდიან.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადასვლა ჩემთვის უდიდესი შანსია. თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა აქ თავი ბედნიერად ვიგრძნო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, - განაცხადა კუკურელიამ.

ცნობისთვის, 24 წლის ესპანელი „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. აქამდე „ლურჯების“ რეკორდი“ ბენ ჩილუელს ეკუთვნოდა, რომლის სანაცვლოდაც „არისტოკრატებმა“ 50.2 გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯვარედინი მყესები გაუწყდა - წულუკიძეს ოპერაცია რომში ჩაუტარდა
ჯვარედინი მყესები გაუწყდა - წულუკიძეს ოპერაცია რომში ჩაუტარდა