ბათუმის დინამო, სლოვანი
Aa
Aa

სლოვაკური მედია: "სლოვანი მკვდრეთით აღდგა"

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. იმ სცენარით, რომლითაც ეს შეხვედრა დასრულდა, ყველა გულშემატკივრისთვის საშინელებაა.

აღნიშნულ დაპირისპირებას სლოვაკური მედია გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:

„ბრატისლავის „სლოვანი“ მკვდრეთით აღდგა. ვლადიმირ ვაისმა წარმოუდგენელი გოლით გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. ჩვენს გუნდს დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა, მაგრამ გამოვლინდა საოცარი ბრძოლის უნარიანობა და სულისკვეთება.

ამ გამარჯვების შემდეგ, „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება.“

შეგახსენებთ, რომ ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. ანგარიში მატჩის 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გია გეგუჩაძის შეგირდები გაიმარჯვებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

115-ე წუთზე მარსეგიანმა მარჯვენა ფეხით შორეულისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი რეხვიაშვილს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად კუპატაძის მარცხენა კუთხეში შევარდა. „დინამომ“ 5 წუთით ადრე ძალიან დასანანი ბურთი გაუშვა.

123-ე წუთზე შეხვედრას კოშმარული ფინალი ჰქონდა. ვაისმა კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია. კუპატაძე ზედმეტად წინ იყო გამოსული, მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რომლითაც გამოცდილმა მეტოქემ კარგად ისარგებლა და იდეალური დარტყმა განახორციელა - 1:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ყურადღება ტაქტიკურ საკითხებზე და ორი საყვედური - ხვიჩას ვარჯიშები ნაპოლიში
დიდი ყურადღება ტაქტიკურ საკითხებზე და ორი საყვედური - ხვიჩას ვარჯიშები ნაპოლიში