იასენ პეტროვი
Aa
Aa

''სალაპარაკო არაფერია, უნდა გავიდეთ და საქართველოს მოვუგოთ''

ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მეორე ტურში საქართველო ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა მედიასთან საქართველოსთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

''ყველა ჩვენს გამარჯვებას ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა, რაც ბევრი მიზეზით აიხსნება, მათ შორის იმით, რომ მეტოქის ფეხბურთელები ძლიერ კლუბებში თამაშობენ, ჩვენს ფეხბურთელებს კი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში პოზიტიური და ნაკლებად პოზიტიური მომენტები გვქონდა, უახლოეს სამ დღეში ძალები უნდა აღვიდგინოთ, სალაპარაკო არაფერია, მოედანზე უნდა გავიდეთ და საქართველოს მოვუგოთ. ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა, ეს რთული იქნება, თუმცა დადებითი შედეგის მისაღწევად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. ვფიქრობ, მიზანთან ახლოს ვართ''.

ბულგარეთი-საქართველოს მატჩი 5 ივნისს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. საფეხბურთო დაპირისპირებას ქალაქი რაზგრადი უმასპინძლებს. მესამე ტურში, 9 ივნისს საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად შეხვდება, 12 ივნისს კი ვილი სანიოლის გუნდი ''დინამო არენაზე'' ბულგარეთს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები