ბარსელონა, უსმან დემბელე
Aa
Aa

"აქვს ვარიანტები, რომლებსაც უკეთესად მიიჩნევს" - ლაპორტა დემბელეზე

უსმან დემბელესა და „ბარსელონას“ შორის შეთანხმება კვლავ არ ხერხდება. ფრანგ ფეხბურთელს ბარსასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

ჩავი ერნანდესს მისი დარჩენა სურს, თუმცა თავად ფეხბურთელის აგენტი მუსა სისოკო ზედმეტად მსუყე კონტრაქტს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, ბარსას პრეზიდენტმა ხოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა, რომელიც ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

„უსმან დემბელე? ჩვენ მას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ და შემდეგ კვირაში პასუხს ველოდებით. ფრანგს „ბარსელონაში“ დარჩენა სურს, მაგრამ ის ახლა ცდუნებას არის აყოლილი. აქვს ვარიანტები, რომელსაც უკეთესად მიიჩნევს.“

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს, ხელმძღვანელობა შეტევის გაძლიერებით არის დაკავებული. ბრიტანული გამოცემა Sky Sports ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

ვიგებთ, რომ გერმანული გიგანტი უსმან დემბელეთი დაინტერესდა და მეტიც, „რეკორდმაისტერი“ ბარსელონას დაუკავშირდა და მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ზაფხულში უსმანი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ გუნდში შეეძლება გადასვლა. „ბაიერნის“ სასარგებლოდ შეიძლება ის ითქვას, რომ ბარსას ფინანსური კრიზისი აქვს და ახალგაზრდა ფრანგის გაშვებით სახელფასო ჭერი მნიშვნელოვნად შემცირდება.

დემბელე „ბარსელონაში“

24 წლის გარემარბი კატალონიურ გრანდს 2017 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, დემბელემ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 149-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები