კახა ჩხეტიანი
Aa
Aa

ცეცაძეს შემცვლელი ცნობილია - ტორპედოში ჩხეტიანი ბრუნდება

CrystalSport-ის ცნობით, ქუთაისის ''ტორპედოს'' კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. გია ცეცაძის წარუმატებელი მუშაობის შემდეგ ჩხეტიანი კლუბში ბრუნდება. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ''ტორპედომ'' 12 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 7 შეხვედრაში დამარცხდა. ქუთაისური კლუბი შემდეგ მატჩს 13 მაისს, თბილისის ''ლოკომოტივთან'' ''მიხეილ მესხზე'' გამართავს.

ჩხეტიანი ''ტორპედოს'' 2016-19 წლებში წვრთნიდა, შემდეგ მცირე ხნით თბილისის ''დინამოს'' ჩაუდგა სათავეში, თუმცა უარყოფითი შედეგების გამო თანამშრომლობა შეწყდა. გასულ წელს, ჩხეტიანი კვლავ ''ტორპედოს'' მთავარი მწვრთნელი გახდა, მაგრამ ახალმა მმართველებმა მასთან მუშაობა არ ისურვეს, უპირატესობა გია ცეცაძეს მიანიჭეს, მაგრამ ამ გათვლამ არ გაამართლა.

ჩხეტიანის მთავარი მწვრთნელობისას ''ტორპედო'' საქართველოს ჩემპიონი გახდა (2017), საქართველოს თასი (2016, 2018) და სუპერთასი მოიგო (2018, 2019).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფენომენალური სეივი - მამარდას მერვე მშრალი მატჩი ლა ლიგაში
ფენომენალური სეივი - მამარდას მერვე მშრალი მატჩი ლა ლიგაში