2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველ წლიური დაჯილდოება GFF Awards მიმდინარე წელს ონლაინ რეჟიმში გაიმართა, გამარჯვებულებს კი კუთვნილ პრიზებს მოგვიანებით გადაეცემათ.

გამოკითხვაში მონაწილეობა  საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებში დასახელებულები იყვნენ გურამ კაშია,ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ლორია. ხმათა უმრავლესობით კი წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

2021 წლის საუკეთესოთა გამოვლენა ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელების დასახელებით დაიწყო

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17

ოქრო - გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი)

ვერცხლი - გიორგი ტაბატაძე (საბურთალო)

ბრინჯაო - სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

ოქრო - საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)

ვერცხლი - ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო)

ბრინჯაო - ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი)

 საქართველოს ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი

საქართველოს ფუტსალის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ღავთაძე

საქართველოს ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჩხაიძე

საქართველოს ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ხატია ჭყონია

წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი

2021 წლის საუკეთესო გოლი - გიორგი გოჩოლეიშვილი (U21 საქართველო - ინგლისი)

2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ირაკლი აზაროვი

2021 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - ზვიად კუპატაძე

2021 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ნინო სუთიძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასში პერსპექტიულ მეკარეს ხედავენ
„მასში პერსპექტიულ მეკარეს ხედავენ" - AS მამარდაშვილზე წერს