Aa Aa
21 ივნისი 2021  |  12:15

მეკარემ 95-ე წუთზე გაიტანა და 2 პენალტი აიღო - მისმა გუნდმა მაინც წააგო

ინგლისის ნაციონალური ლიგის პლეიოფის ფინალური შეხვედრა, რომელსაც ინგლისის ლიგა 2-ის საგზურის მფლობელის გუნდი უნდა გაერკვია, საოცრად დრამატული და საინტერესო აღმოჩნდა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს „ჰარტლპული“ და „ტორკი“ დაუპირისპირდნენ.

„ჰარტლპულმა“ ანგარიშზე 35-ე წუთზე გახსნა და სანუკვარ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა „ტორკის“ მეკარე სხვა აზრზე გახლდათ. 95-ე წუთზე „ჰარტლპულის“ საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნულ ჯარიმას „ტორკის“ გოლკიპერის, ლუკას კოვოლანის მიერ თავით გატანილი გოლი მოჰყვა და ბრაზილიელმა კარის დარაჯმა შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. კოვოლანმა პენალტების სერიაც კარგად ჩაატარა და ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მისმა გუნდმა პენალტების სერიაში მაინც წააგო - 4:5.

სხვათა შორის, კოვოლანი „ლივერპულის“ მეკარის ალისონის თანაგუნდელია, რომელმაც „ვესტ ბრომვიჩს“ თავური დარტყმით გოლი ასევე მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაუტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში