რეალმა და ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მიიღეს
Aa
Aa

რეალმა და ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მიიღეს

COPE-ს ცნობით, მადრიდის „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ნებართვა მიიღეს.

წყაროს ცნობით, ესპანურმა გრანდებმა უეფასგან შეტყობინებები მიიღეს, რომელშიც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლების შესახებ ეწერა.

მსგავსი ტიპის შეტყობინება ადრე ტურინის „იუვენტუსმაც“ მიიღო.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფამ „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ძიება შეაჩერა, რომელიც სუპერ ლიგაში მონაწილების მიღებას უკავშირდებოდა.

შემდეგ დაიწერა, რომ უეფა საქმეს ბოლომდე მაინც მიიყვანდა და ადრე, თუ გვიან გუნდები დაისჯებოდნენ, თუმცა ამჯერად როგორც ვხედავთ, კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მიიღეს.

დღევანდელ დღემდეც რთული წარმოსადგენი იყო, რომ უეფას ხსენებული კლუბები ტურნირიდან მოეკვეთა, რადგან სამართლებრივად ეს ურთულესი პროცესი გახლავთ.

ხსენებული სამეულიდან შესაძლო სანქციების შესახებ კომენტარი პირველმა ჟოან ლაპორტამ გააკეთა. „ბარსას“ პრეზიდენტი თავდაჯერებულია და თვლის, რომ თუ უეფა მათ დასჯის, ისინი საარბიტრაჟო სასამართლოში დავას მოიგებენ:

„უეფას პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ფიქრისთვის ბოდიშის მოხდას ან ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ. თუ ისინი მაინც დაგვაჯარიმებენ, ჩვენ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში წავალთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“. - ამბობს ლაპორტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები