Aa Aa
5 მარტი 2021  |  23:15

„მისი პროგრესით კმაყოფილნი ვართ“ - ნეიმარმა შესაძლოა ბარსელონასთან ითამაშოს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი ამ საკითხს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეეხო და განაცხადა, რომ შესაძლოა, „ნეიმ“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშოს.

„ნეიმარი ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება, მაგრამ სარეაბილიტაციო პროცესისას მისი პროგრესით კმაყოფილნი ვართ. ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, თუმცა შანსი ნამდვილად არის. მომდევნო დღეები გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ნეიმარი ბარსელონასთან“ თამაშს“.

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა 10 თებერვალს, „კაენთან“ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველად იწერებოდა, რომ ნეიმარი „ბარსასთან“ გასამართ განმეორებით მატჩს არ გამოტოვებდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ვარჯიში უკვე განაახლა, მაგრამ ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბლაუგრანა“ „კამპ ნოუზე“ 4-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს. ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 11 მარტს გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში