Aa
Aa
15 იანვარი 2021  |  13:00

გუნდური მეორე ადგილი - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

დოჰაში გამართული წლის პირველი მასტერსი დასრულდა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოს დელეგაციამ ყატარში გამართულ ტურნირზე 5 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მასტერსის ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გახდნენ. ვერცხლის მედალს ბექა ღვინიაშვილი დასჯერდა,ხოლო ბრინჯაო ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა ბექაურმა მოიპოვეს.

ტატო გრიგალაშვილი - მასტერსის გამარჯვებული 

ვარლამ ლიპარტელიანი - მასტერსის გამარჯვებული 

ლაშა გუჯეჯიანი - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 

გიორგი ათბეგაშვილი - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი 

შეგახსენებთ,რომ მასტერსის საუკეთესო კაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა.

ტატომ ყატარში 5 ორთაბრძოლა გამართა და 4 იპონით დაასრულა. გრიგალაშვილმა ხუთივე დაპირისპირების მოგება 16 წუთსა 33 წამში შეძლო.

დოჰას ტატამზე გრიგალაშვილმა უნგრელ ატილა უნგვარს, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, რუს ალან ხუბეცოვს, კორეელ სუნხო ლისა და ნედერლანდელ ფრანკ დე ვიტს აჯობა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები