ერთა ლიგის ოთხთა ფინალის წილისყრა - ნახევარფინალები ცნობილია
Aa
Aa

ერთა ლიგის ოთხთა ფინალის წილისყრა - ნახევარფინალები ცნობილია

ნიონში 2021 წლის ერთა ლიგის ოთხთა ფინალის ნაკრებები დაწყვილდნენ. შეგახსენებთ, რომ ფინალურ ეტაპზე იტალია, ესპანეთი, საფრანგეთ და ბელგია გავიდნენ. ყველა მატჩი იტალიაში გაიმართება, ასე, რომ მანჩინის ნაკრებს გარკვეული უპირატესობა ექნება.

მატჩები 2021 წლის 6-10 ოქტომბერს ჩატარდება. 6-ში იტალია "სან სიროზე" ესპანეთს დაუპირისპირდა, ხოლო 7-ში ტურინში ბელგია და საფრანგეთი შეხვდებიან. ფინალური შეხვედრა კვლავ "სან სიროზე" იქნება.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლება ნიდერლანდებს და პოლონეთსაც ჰქონდათ, მაგრამ ისინი საბოლოო ეტაპზე ვერ გავიდნენ და ყველაფერი იტალეილთა სასიკეთოდ დასრულდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები