Aa
Aa

"ამას არ შევეგუები" - ვან დე ბეეკის აგენტი აღშფოთებულია

ამსტერდამის "აიაქსის" ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი და დონი ვან დე ბეეკის აგენტი სააკ სვარტი ოლე გუნარ სულშერზე გაბრაზებულია და ნორვეგიელ სპეციალისტს აკრიტიკებს. მისი თქმით ნიდერლანდელი ფეხბურთელი ცვლილებაზე არ უნდა გამოდიოდეს და მუდმივად ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს.

"მოედანზე ბოლო 4 წუთი შესვლას არანაირი აზრი არ აქვს. ამას ჯობია, რომ სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. მიუხედავად დროის სიმცირისა, დონიმ 3 სახიფათო მომენტი შექმნა და ერთ-ერთი პენალტით დასრულდა. ასეთ მოკლე დროში მან გუნდს წარმატება მოუტანა.

"ბრაიტონს" "მანჩესტერისთვის" 7:1-ის მოგება შეეძლო. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ამის გასაკეთებლად კლასი არ ეყოთ. ეს ყველაფერი ასე არ უნდა იყოს და სულშერის გადაწყვეტილებები ძალიან მაღიზიანებს. ამას არ შევეგუები" - განაცხადა სააკმა Sky Sports-თან ინტერვიუში

შეგახსენებთ, რომ დონი ვან დე ბეეკი "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე წელს 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელმა პრემიერ ლიგის ბოლო 2 თამაშში, ჯამში 24 წუთი დაჰყო მოედანზე, რამაც სააკ სვარტის აღშფოთება გამოიწვია. დონიმ სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ "კარაბაოს" თასის თამაშზე "ლუტონის" წინააღმდეგ გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები