ბოლო დღე ბარსაში - სუარესმა ბაზა ატირებულმა დატოვა
Aa
Aa

ბოლო დღე ბარსაში - სუარესმა ბაზა ატირებულმა დატოვა

ლუის სუარესი "ბარსელონადან" მიდის. ამის შესახებ არაერთმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა. ურუგვაელი სულ მალე "როხიბლანკოს" წევრი გახდება. ოფიციალურ განცხადებას გულშემატკივრები ხვალ ელოდებიან.

დღეს კი გავრცელდა კადრები, თუ როგორ ტოვებს ლუისი "ბარსას" საწვრთნელ ბაზას. 33 წლის თავდამსხმელი ბაზიდან მანქანით გამოსვლისას ცრემლებს ვერ იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი თავდამსხმელის "ატლეტიკოში" ტრანსფერი კინაღამ ჩაიშალა. პირველადი ინფორმაციით "ბარსელონა" მას სრულიად უსასყიდლოდ უშვებდა, მაგრამ ბართომეუმ მიცემული პირობა დაარღვია და ურუგვაელი 10 მილიონ ევროდ შეაფასა.

საბოლოოდ მადრიდელთა ხელმძღვანელობა ხსენებულ თანხას დათანხმდა და როგორც უკვე მოგახსენეთ სუარესი "ატლეტიკოს" ფორმას მოირგებს.

აწ უკვე ყოფილი "ბარსას" "ცხრიანი" კატალონიაში 2014 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 283 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 198 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები