Aa
Aa

"გამიმართლა, რომ შენ შეგხვდი" - მესი არტურო ვიდალს ემოციურად დაემშვიდობა

როგორც ცნობილია ჩილელი ფეხბურთელი არტურო ვიდალი სულ მალე "ინტერის" ფეხბურთელი გახდება. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე 33 წლის ნახევარმცველს, გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა.

""ბარსაში" გადმოსვლამდე მე შენ უბრალოდ გიცნობდი და ყოველთვის მეგონა, რომ უდიდესი მოთამაშე იყავი. შენმა გადმოსვლამ ამაში დამარწმუნა. ძალიან გამიმართლა, რომ შენნაირი ფეხბურთელის გვერდით ორი წელი ვითამაშე. ამ პერიოდში ჩვენ უამრავი რამ გამოვიარეთ და ერთმანეთს გვერდში ვედექით. გასახდელში ყველას, ყოველთვის მოგვენატრები." - განაცხადა მესიმ

როგორც უკვე მოგახსენეთ არტურო ვიდალი სულ მალე "ნერაძურის" მაისურს მოირგებს. ვეტერანი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" 2018 წელს ერნესტო ვალვერდეს მოთხოვნით შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 96 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები