Sport - ლაუტარომ ბარსელონასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
Aa
Aa

Sport - ლაუტარომ ბარსელონასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

გავლენიანი კატალონიური გამოცემა, Sport იტყობინება, რომ ლაუტარო მარტინესმა „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა კლუბები საერთო ენის გამონახვას კვლავ ვერ ახერხებენ.

Sport-ის მიხედვით, ლაუტარომ თანხმობა 5-წლიან ხელშეკრულებაზე განაცხადა და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 12 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს მიიღებს.

კატალონიური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანა“ „ინტერთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზეა ორიენტირებული. „ბარსას“ მთავარი კოზირი ლაუტაროს თანხმობაა. არგენტინელი თავდამსხმელი მზადაა „კამპ ნოუზე“ გადავიდეს, თუმცა იტალიურ პრესაში წერენ, რომ თუ ტრანსფერი არ შედგა, იგი „ნერაძურიშიც“ დიდი სიამოვნებით დარჩება.

Sport იუწყება, რომ „ბარსელონა“ მილანურ გრანდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ფინანსური საკითხი კვლავ გადაულახავი ბარიერია. „ბლაუგრანა“ მზადაა ლაუტაროს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს და ორ ფეხბურთელს შეელიოს, თუმცა „ინტერს“ გამოსასყიდი თანხის სრულად მიღება, ან მინიმუმ 80 მილიონი ევრო სურს.

შეგახსენებთ, რომ ლაუტაროს „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. არგენტინელის მსურველ კლუბებს მისი შეძენა 111 მილიონ ევროდ შეუძლიათ, ოღონდ ეს ივლისის პირველი ორი კვირის განმავლობაში უნდა გაააკეთონ და აუცილებელია თანხა ერთიანად გადაიხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები