Aa Aa
26 მაისი 2020  |  17:07

ექს-ფეხბურთელი ჩაკვეტაძეს კრივში ავარჯიშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ნახევარმცველი გოჩა ტრაპაიძე კარიერის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს ფიტნესსა და კრივში ავარჯიშებს.

ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, ამჯერად ექს-ფეხბურთელი კრივში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''გენტის'' ლიდერს, გიორგი ჩაკვეტაძეს ავარჯიშებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში იმყოფება.

90-იან წლებში ტრაპაიძე თბილისის ''დინამოს,'' ბათუმის ''დინამოსა'' და ბოლნისის ''სიონის'' გარდა ჩეხურ ''კარვინაში'' ასპარეზობდა. 2000-03 წლებში უკრაინის უმაღლესი ლიგის ''ტავრიაში'' გამოდიოდა, 2004 წელს ''ვოლინის'' ღირსებას იცავდა, ხოლო კარიერის ბოლო წლები აზერბაიჯანულ ''ქარვანში'' გაატარა.

2005 წელს ტრაპაიძეს აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში იწვედნენ, თუმცა რადგან მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ჰქონდა, სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდში ვერ ითამაშებდა. 

2004-06 წლებში ტრაპაიძემ ''ქარვანთან'' ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონატში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2006 წელს ტრაპაიძის გუნდი აზერბაიჯანის თასის ფინალში გავიდა, სადაც ''ყარაბაღთან'' დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი