„ურთულესი გადაწყვეტილება მივიღეთ
Aa
Aa
25 მაისი 2020  |  19:33

„ურთულესი გადაწყვეტილება მივიღეთ" - ევროლიგის სეზონი გაუქმდა

ევროლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე სეზონი გაუქმდა. დღეს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელზეც ევროლიგისა და ევროთასის მიმდინარე სეზონის გაუქმება გადაწყდა.

„ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვის შემდეგ, აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვიტა ევროლიგისა და ევროთასის 2019-20 წლების სეზონი გაუქმებულად გამოაცხადოს“, - წერია ევროლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ევროლიგისა და ევროთასის 2020-21 წლების სეზონი 1-ელ ოქტომბერსა და 30 სექტემბერს დაიწყება. გუნდები, რომლებიც ევროლიგაში მიმდინარე სეზონში თამაშობდნენ, ტურნირში ადგილს შეინარჩუნებენ.

„ჩვენი 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. მიზეზთა გამო, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ, იძულებული გავხდით ევროპული კალათბურთის ყველაზე წარმატებული და ამაღელვებელი სეზონი შეგვეწყვიტა“, - განაცხადა ევროლიგის პრეზიდენტმა, ხორდი ბერტომეუმ.

ევროლიგისა და ევროთასის გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო 12 მარტს შეწყდა. კლუბებს, კალათბურთელებსა და ტურნირის ორგანიზატორებს სეზონის განახლება სურდათ, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანს ვერ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები