უცნობი მატჩი: დემეტრაძის გამარჯვების გოლი ''სან სიროზე''
Aa
Aa

უცნობი მატჩი: დემეტრაძის გამარჯვების გოლი ''სან სიროზე''

2000 წლის 24 თებერვალს ვალერი ლობანოვსკის გაწვრთნილმა კიევის ''დინამომ'' ამხანაგური მატჩი სტუმრად ''სან სიროზე'' ''მილანთან'' ჩაატარა. ამ მატჩის შესახებ შესაძლოა ფეხბურთის ბევრ ქომაგს ინფორმაცია არ ჰქონდეს.

მილანელთა მაისურით არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა ითამაშა. მაგალითად, უკრაინული გუნდის წინააღმდეგ მილანური კლუბის მაისურით ბობანი, ლეონარდო, შევჩენკო და ალბერტინი ვიხილეთ.

ანგარიში მე-11 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, ანდრეი შევჩენკომ ყოფილ გუნდს გაუტანა. 41-ე წუთზე ხაცკევიჩმა წონასწორობა აღადგინა.

65-ე წუთზე კიევის ''დინამოს'' ქართველმა ფორვარდმა გიორგი დემეტრაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ამხანაგური შეხვედრა ლობანოვსკის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ''დინამოს'' მაისურით კალაძემ და დემეტრაძემ 90 წუთი ითამაშეს.

გიორგი დემეტრაძემ კიევის ''დინამოში'' მხოლოდ 1 წელი გაატარა. 2000 წელს უკრაინულმა გუნდმა ქართველი ფორვარდი ''ალანიადან'' 3 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაიბირა. 2001 წლის იანვარში ესპანურმა ''სოსიედადმა'' ქართველის სანაცვლოდ უკრაინის ჩემპიონს 5 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა, აღნიშნულ თანხაზე მხარეები შეთანხმდნენ და დემეტრაძემ კარიერა ესპანეთში გააგრძელა.

გიორგი დემეტრაძემ ჩემპიონთა ლიგაზე კიევის ''დინამოს'' მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა (დუბლი ''ანდერლეხტთან'' და 1 გოლი მიუნხენის ''ბაიერნთან'').

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები