UFC-ის მებრძოლის საშინელი ჭრილობა - მან მაინც ბოლომდე იჩხუბა
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლის საშინელი ჭრილობა - მან მაინც ბოლომდე იჩხუბა

UFC-ის ვეტერანმა მებრძოლმა, გაბრიელ ბენიტესმა ომარ მორალესთან ბრძოლა საშინელი დაზიანებით ჩაამთავრა. მეორე რაუნდში განხორციელებული შეტევისას ბენიტესმა ჭრილობა მიიღო, თანაც ისეთი, რომ წვივის ძვალი უჩანდა.

მექსიკელს დანებებაზე არც უფიქრია და ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

დენიელ კორმიემ, რომელიც კომენტატორის ამპლუაში იყო, ბენიტესის ტრავმა ტყვიის მიერ დატოვებულ შემავალ ხვრელს შეადარა.

ბრძოლის შემდეგ, მექსიკელმა მებრძოლმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ჭრილობის ამსახველი ფოტო გაუზიარა.

View this post on Instagram

Real power kick

A post shared by Gabriel Benitez (@moggly_benitez) on May 13, 2020 at 5:31pm PDT

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში ბენიტესის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მას ნამდვილი გმირი უწოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები