კომანს აუდისთან კონტრაქტის დარღვევის გამო ფინანსური სასჯელი ემუქრება
''ბაიერნის'' ფეხბურთელი კინგსლი კომანი კლუბის სავარჯიშო ბაზაზე 170 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების მაკლარენით მივიდა.
მიუნხენურ კლუბს 2002 წლიდან მოყოლებული კონტრაქტი კომპანია აუდისთან აკავშირებს, აღნიშნული კომპანია კლუბის ერთ-ერთი აქციონერია. კომპანიასა და კლუბს შორის არსებული კონტრაქტის მიხედვით ''ბაიერნის'' ყოველ ფეხბურთელს აუდი მანქანას გადასცემს. კონტრაქტის მიხედვით ''ბაიერნის'' ბაზაზე, ''ზაბენერ შტღასეზე'' ყველა ფეხბურთელმა მხოლოდ აუდის ფირმის მანქანა უნდა მართოს.
კომანმა აღნიშნული შეთანხმება დაარღვია, ვარჯიშზე მაკლარენ 570S Spider-ით გამოცხადდა, რის გამოც შესაძლოა კლუბმა მოთამაშე 43,500 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმოს. ამ საკითხე სპორტულმა დირექტორმა, ბოსნიელმ ჰასან სალიჰამიჯიჩმა კომანი ერთხელ გააფრთხილა, თუმცა ფეხბურთელმა მისი გაფრთხილება არ გაითვალისწინა.
კინგსლი კომანი Bild-ს ესაუბრა: ''მინდა ბოდიში მოვუხადო კლუბს და კომპანიას. აუდის მარკის მანქანა დაზიანებული იყო და ამიტომ ვარჯიშზე მაკლარენით გამოვცხადდი. ინგოლშტადში წავალ და აუდის თანამშრომლებს ავტომობილის მდგომარეობის შესახებ შევატყობინებ.''
შეგახსენებთ, მარტში შეწყდა ბუნდესლიგის გათამაშება, რომელიც სავარაუდოდ მაისში განახლდება. ბუნდესლიგის ყველა გუნდმა ვარჯიში განაახლა.