''თავაწეულებმა იარეთ, ღირსეული ბიჭები ხართ'' - არაბიძემ თანაგუნდელებს მიმართა
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  11:11

''თავაწეულებმა იარეთ, ღირსეული ბიჭები ხართ'' - არაბიძემ თანაგუნდელებს მიმართა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა "ევრო 2021"ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩი სტუმრად სლოვაკეთთან გამართა და 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში ტრავმის გამო გიორგი არაბიძეს არ უთამაშია. მატჩის შემდეგ არაბიძემ სოციალური ქსელის საშუალებით თანაგუნდელებს მიმართა: ''არაუშავს ძმებო ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. როდის იყო პატარას დიდთან გასვლია. არ გამკვირვებია ესეთი დამოკიდებულება მსაჯებისგან, მაგრამ არაუშავს ყველაფერი წინაა... ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა! ჩამოვლენ ჩვენთან და ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს. თავაწეულებმა იარეთ, რადგან სასწაული და ღირსეული ბიჭები ხართ! ამას ღმერთი დაგვიფასებს. ყველა ერთად მივალთ იქამდე, რისთვისაც დავიწყეთ...''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები