ვეტერანი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა
Aa
Aa

ვეტერანი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა

70 წლის ასაკში თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა.

1967 წელს კანთელაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად იუნორთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1973 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად კარაველას თასი მოიგო. 1978 წელს ნოდარ ახალკაცის ფორმაციის თბილისის ''დინამოსთან'' ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

1976 წელს თბილისის ''დინამომ'' საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის ''არარატი'' 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ერთი გოლი კანთელაძემ შეაგდო.

კანთელაძე ''დინამოში'' 1967-79 წლებში ასპარეზობდა.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს კანთელაძის ოჯახის წევრებისა და მეგობრების მწუხარებს.

ფოტოზე: რევაზ ჩელებაძე, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები