ფლოიდ მეივეზერი და ორი „ნოკდაუნის“ ამბავი
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი და ორი „ნოკდაუნის“ ამბავი

ფლოიდ მეივეზერმა კარიერა ისე დაასრულა, რომ მისი ნოკაუტში ჩაგდება ვერავინ მოახერხა. „მანიმ“ 50 ბრძოლა მოიგო და რინგი დამარცხებულს არცერთხელ დაუტოვებია. ნოკაუტი კი არა მეივეზერს ნოკდაუნშიც ვერ აგდებდნენ. კარიერის განმავლობაში ფლოიდი ფეხების გარდა სხეულის სხვა ნაწილით რინგის ფიცარნაგს მხოლოდ ერთხელ შეეხო.

2001 წლის 26 მაისს „მანი“ კარლოს ერნანდესს დაუპირისპირდა. მეექვსე რაუნდში ფლოიდი იერიშზე გადავიდა. მან მეტოქეს მარცხენა ჰუკით შეუტია, თუმცა ერნანდესის შუბლმა დარტყმა აისხლიტა, მეივეზერს კი ყველასთვის მოულოდნელად პრობლემები შეექმნა და ხელთათმანით რინგს შეეხო. მოგვიანებით „მანიმ“ განაცხადა, რომ მან მარცხენა ჰუკის შემდეგ ხერხემალში უეცარი ტკივილი იგრძნო და ბალანსი სწორედ ამიტომ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა მომხდარი ოფიციალურ ნოკდაუნად მაინც შეფასდა.

 

უცნაურია, მაგრამ ამ ბრძოლიდან 5 წლის შემდეგ, მეივეზერი ნოკდაუნში ნამდვილად ჩააგდეს, მაგრამ მსაჯის გამო ნოკდაუნი არ დაფიქსირებულა.

ამერიკელმა მოკრივემ, ზაბ ჯუდამ მომენტით ისარგებლა და მეივეზერს მარჯვენა ხელით ძლიერად დაარტყა. ფლოიდმა მარჯვენა ხელი რინგის ფიცარნაგზე დადო, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ ან არ შეამჩნია და ოფიციალური ნოკდაუნი არ დაუფიქსირებია.


 

ცხელი ამბები