Aa
Aa

"რეალი" "ლივერპულს" გაცვლას სთავაზობს

მადრიდის "რეალი" "ლივერპულისთვის" გაცვლის შეთავაზებას გეგმავს. Express-ის ცნობით, "ბლანკოსი" "მერსისაიდელებს" ასენსიოსა სადიო მანეს ბარტერს სთავაზობენ.

მადრიდელთა აზრით ასენსიო "ლივერპულის" სათამაშო სტილს მოერგება. თავად ზიდანს კი მანეს შეძენის სურვილი აქვს, რადგან სენეგალელს ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად თამაში შეუძლია.

წყაროს ცნობით, მარკოს ასენსიო 85 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, თუმცა მანეს ფასი ჯერჯერობით არ სახელდება.

უცნობია თუ რას ფიქრობს ამის შესახებ იურგენ კლოპი. გუნდში სატრანსფერო თემებს სწორედ ის განაგებს.

"რეალი" გარეთ ბეილის გაყიდვას გეგმავს და ასეთ შემთხვევაში ზიდანს მარჯვენა ფლანგზე ასენსიოსა და ვასკესის ვარიანტი რჩება, რითიც ზიზუ მოხიბლული არ არის.

ზიდანი დიდად არც ბეილს ენდობოდა და უელსელს ძირითადად ცვლილებაზე უწევდა თამაში.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები