Aa
Aa

პლატინი: "მშვიდად ვარ, რადგან ასეთი საქმეებისგან მუდამ დისტანცირებული ვიყავი"

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, პოლიციამ გუშინ აიყვანა და იგი გამოძიებამ გამოკითხა. პროცედურა რამდენიმე საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც პლატინის ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.

„ძალიან დიდხანს მისმენდნენ, რადგან არაერთ საკითხზე დამისვეს კითხვა - „ევრო 2016“-ზე, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფიფას ამბებზე და ასევე პსჟ-ზე. მართლაც უამრავი თემა იყო და ყველა მათგანზე ამომწურავად ვისაუბრე.

როგორც ჩემმა ადვოკატმა თქვა, არ ვიცი, აქ რატომ ვარ, თუმცა რასაც გამოძიება მოითხოვდა, ის გავაკეთე და მათ კითხვებს ვუპასუხე.

ყოველთვის მშვიდად ვარ, რადგან ასეთი საქმეებისგან მუდამ დისტანცირებული ვიყავი. თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ რასაც ვაკეთებდი ყველაფერი სრულიად გამჭვირვალედ ხდებოდა და ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემები წერდნენ. თუმცა, რას ვიზამთ, ისინი გამოძიებას აწარმოებენ და მათი საქმეა, ეს პროცესი გააგრძელონ“. - განაცხადა პლატინიმ.

მიშელ პლატინი უეფა-ს 2007-2015 წლებში მართავდა და თანამდებობის დატოვება სწორედ კორუფციის ბრალდებით მიღებული დისკვალიფიკაციის გამო მოუწია. იგი 2002 წლიდან დისკვალიფიკაციის მიღებამდე ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრიც იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები